გირჩი-მეტი თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი დღეს, 24 ივლისს, გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა. 

17 ივნისს, დაახლოებით 10:00-ზე უცნობი პირი თავს დაესხა პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯაფარიძემ დაზიანება მიიღო თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook-მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერდა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

ამას გარდა, 17 ივნისს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

ლექცია, რომლის ჩაშლას ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკში ორკები ცდილობდნენ, გირჩი - მეტი თავისუფლების წევრებმა პარლამენტის წინ წაიკითხეს.

პარტიაში განმარტეს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

კომენტარები