გირჩი-მეტი თავისუფლება

მამა ლეონი: ეპისკოპოსი გიორგი, რომელიც ძალადობას ამართლებს, განშორებულია ქრისტიანულ რწმენას

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელ-მონაზონი, ლეონ გელოვანი ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, გიორგი ჯამდელიანის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ადამიანი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ამართლებს, იწონებს და სხვებს მოუწოდებს , სრულიად განშორებულია ქრისტიანულ რწმენას.

"ადამიანი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ამართლებს, იწონებს და სხვებს მოუწოდებს კიდევ მსგავსის ჩადენისაკენ, სრულიად განშორებულია ქრისტიანულ რწმენას.

შესაბამისად, ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი), არა მხოლოდ მღვდელმთავრობისთვისაა შეუფერებელი და სამარცხვინო, არამედ მისი ქრისტიანულ საიდუმლოებებთან მიახლება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც საკუთარ, ქრისტიანული რწმენის მგმობ სიტყვებს გულწრფელად შეინანებს და ეკლესიის წიაღს ჭეშმარიტების რწმენით დაუბრუნდება." - წერს მამა ლეონი.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ  მხარდაჭერას უცხადებს სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ტრადიციების მაგინებელ ზურაბ ჯაფარიძეს.

"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩი)ჯაფარიძეს, რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი." - ამბობს ეპისკოპოსი.

17 ივნისს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. პრესსამსახურის ინოფრმაციით, თავდასხმის შედეგად ჯაფარიძეს თვალის არეში დაზიანება აქვს.

კომენტარები