ბრაზილია

ბრაზილიელთა უმრავლესობა გმობს ბოლო შტურმს სამთავრობო შენობებზე, 2 000 პირი დაკავებულია

Adriano Machado/Reuters

ბოლო გამოკითხვის თანახმად, ბრაზილიელთა დიდი ნაწილი ბოლოდროინდელ არეულობასა და ფედერალურ შენობებზე შტურმს გმობს.

Datafolha-ს ახალი მონაცემებით, ბრაზილიელთა 93% გმობს თავდასხმებს კონგრესის, პრეზიდენტის სასახლისა და უზენაესი სასამართლოს შენობებზე, ხოლო მხოლოდ 3%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს შტურმს.

ბრაზილიელების ნახევარზე მეტმა - 55%-მა - თქვა, რომ ბოლსონაროს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება მისი მომხრეების მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე, ხოლო 39% ამბობს, რომ მას პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს.

8 იანვარს ბრაზილიის ექსპრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა შეიარაღებული ძალების ბარიკადები გაარღვიეს და კონგრესის, პრეზიდენტის სასახლესა და უზენაეს სასამართლოში შეიჭრნენ. პროტესტანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახლად არჩეული პრეზიდენტის, ლულა და სილვას გადადგომას ითხოვენ.

ფედერალური ოლქის სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის სამდივნოს ინფორმაციით, თავდასხმების შემდეგ ფედერალური ოლქის სამხედრო პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა 2 082 ადამიანი დააკავეს.

პროტესტის ტალღა პრეზიდენტ ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთ კვირაში დაიწყო. ლულა და სილვა ხელისუფლებაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მან 30 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო დაამარცხა.

ბრაზილიაში არჩევნების მარცხის შემდეგ ბოლსონაროს მხარდამჭერებმა ქუჩები გადაკეტეს

კომენტარები