ბრაზილიაში ავტობუსსა და სატვირთო მანქანას შორის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს - მათ შორის 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 26 კი - საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში, ხოლო 8 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ ლუკას-დუ-რიუ-ვერდის მახლობლად ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა, რომელსაც ბამბის თესლი გადაჰქონდა.





