ოქროს გლობუსი 2023

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე შონ პენი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას წაიკითხავს

5.ua

2023 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობი შონ პენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას წაიკითხავს.

წლევანდელი დაჯილდოების ლიდერია მარტინ მაკდონას ახალი ფილმი Banshees from Inisherin, სურათმა შვიდი ნომინაცია მიიღო. რამდენიმე ჯილდოზეა ასევე წარდგენილი ინდური ფილმი RRR, რომელიც ნაწილობრივ კიევშია გადაღებული.

ომის დაწყების შემდეგ შონ პენი უკრაინაში რამდენჯერმე ჩავიდა. მსახიობმა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ორგანიზატორებს ზელენსკისთვის ეთერის დათმობა სთხოვა, უარის შემთხვევაში პენი საკუთარი ოსკარის გადადნობით იმუქრებოდა. ზელენსკის ოსკარზე გამოსვლის უფლება არ მისცეს, პენმა ოქროს ქანდაკება არ გაანადგურა, სამაგიეროთ კიევში ჩავიდა ჯილდო ზელენსკის გადასცა. ამერიკელ მსახიობს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად რუსეთის ტეროტორიაზე შესვლა აეკრძალა.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 11 იანვარს, 5:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები