ოქროს გლობუსი 2023

ოქროს გლობუსი 2023: წლის საუკეთესო მინისერიალი WHITE LOTUS გახდა

HBO

ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსის რიგით მე-80 დაჯილდოება მიმდინარეობს. საუკეთესო მინისერიალის კატეგორიაში HBO-ს შოუმ White Lotus-მა გაიმარჯვა.

White Lotus-მა გასულ წელს ემის 10 ჯილდო მიიღო, რამდენიმე გამოცემამ კი მინისერიალი 2020-იანი წლების საუკეთესო შოუების სიაში პირველ ადგილზე დააყენა.

მინისერიალმა ოქროს გლობუსის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ჯილდო ჯენიფერ კულიჯს გადასცა, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებს.

ანტოლოგიური სერიალის მეორე სეზონი 2022 წლის ოქტომბერში გამოვიდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ White Lotus-ის მესამე სეზონზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

 

კომენტარები