ოქროს გლობუსი 2023

ედი მერფისა და რაიან მერფის საპატიო ოქროს გლობუსი გადაეცათ

Be Funky

ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ედი მერფი და რაიან მერფი საპატიო ოქროს გლობუსით დააჯილდოვა.

ედი მერფი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობია. 40-წლიანი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს ოსკარის ნომინაცია, ოქროს გლობუსის 6 ნომინაცია და ერთი ჯილდო, ასევე ემი და გრემი. 80-იან წლებში იყო ერთ-ერთი პირველი მაღალშემოსავლიანი შავკანიანი მსახიობი. შესრულებული აქვს როლები ფილმებში Coming To America, Trading Places, Dr. Dolittle, 48 Hours, Beverly Hills Cop, Shrek, Mulan.

რაიან მერფი ამერიკელი შოურანერია. მის ავტორობით შეიქმნა არაერთი პოპულარული სერიალი მათ შორის Glee, Pose, American Horror Story, Monster: The Jeffrey Dahmer Story. 

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები