ოქროს გლობუსი 2023

"ცეცხლი და სისხლი" – HOUSE OF THE DRAGON ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა

HBO

ბევერლი-ჰილზში ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. რიგით მე-80 დაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული GOT-ის პრიქველი House of The Dragon გახდა.

ჯორჯ მარტინი ნაწარმოების ეკრანიზაციამ საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში გაიმარჯვა. ამ კატეგორიაში გამარჯვება რვა სეზონის განმავლობაში Game of Thrones-მა ვერ მოახერხა. ერთადერთი ჯილდო საკულტო სერიალმა ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელს პიტერ დინკლეიჯს მოუტანა.

House of The Dragons-ის მეორე სეზონის გამოსვლა 2024 წელს იგეგმება.

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

 

კომენტარები