რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"როცა გაიმარჯვებთ, დამიბრუნეთ" – შონ პენმა ზელენსკის თავისი ოსკარი გადასცა

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევში მესამედ ჩავიდა, ამჯერად მან ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ოსკარი გადასცა.

"როცა გაიმარჯვებთ, დამიბრუნეთ" - უთხრა შონ პენმა უკრაინის პრეზიდენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, უკრაინის სახელით, ამერიკელი მსახიობი ღირსების III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

"ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა ოსკარის ქანდაკება ჩამოიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში იქნება ომის დასრულებამდე. დიდი სიამოვნებით ვაჩუქე შონ პენს ღირსების III ხარისხის ორდენი. მადლობა ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის" - წერს ზელენსკი.

კომენტარები