ბრაზილია

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ჰოსპიტალიზებულია

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ცოლი, მიშეილ ბოლსონარო ავრცელებს

მიშეილ ბოლსონაროს თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში მუცლის არეში ძლიერი ტკივილის გამო გადაიყვანეს. 

ყოფილი პრეზიდენტი 2018 წელს მუცელში დაჭრეს, რის შემდეგაც მას მუცლის არეში ტკივილები აწუხებს.

BBC-ი ოჯახთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლსონაროს მდგომარეობა სტაბილურია. იგი აშშ-ში ორლანდოს მახლობლად მდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

ბოლსონარომ ბრაზილია გასულ კვირას დატოვა, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ლულა და სილვას ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობაზე.

ბრაზილიაში ექსპრეზიდენტ ბოლსონაროს მხარდამჭერები კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ

კომენტარები