რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსები შობას ოკუპირებული ტერიტორიების ტაძრებზე ტერაქტებს ამზადებენ – უკრაინის ვიცეპრემიერი

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირანა ვერეშჩუკი წერს, რომ რუსები შობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებზე ტერაქტებს ამზადებენ. ვერეშჩუკი მოქალაქეებს მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებს.

"მივმართავ უკრაინის მოქალაქეებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – არსებობს ინფორმაცია, რომ რუსები მართლმადიდებლური შობისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ტაძრებზე ტერაქტებს ამზადებენ. მოვუწოდებ მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ მასობრივი შეკრების ადგილების მონახულებისგან. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე. დაელოდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს". – წერს ვერეშჩუკი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

კომენტარები