რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა

პატრიარქი კირილი, რუსეთი, მოსკოვი, 2022 წლის 24 აპრილი
Sergei Vlasov/Russian Orthodox Church Press Service via AP

რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, კირილი "შიდა კონფლიქტში" ჩართულ "ყველა მხარეს" 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

"მივმართავ შიდა კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და საშობაო ზავის გამოცხადების თხოვნით, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, რათა მართლმადიდებლებმა შეძლონ წირვაზე დასწრება შობის ღამესა და ქრისტეშობის დღეს". - წერია მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პატრიარქი განცხადებაში არ აკონკრეტებს "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" და არ ახსენებს არც რუსეთს და არც უკრაინას.

კომენტარები