მათ [რუსეთს] სურთ, რომ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ოდნავ მაინც შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და ტექნიკა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები დააახლოონ ჩვენ პოზიციებთან. რას მოიტანს ეს? დაღუპულთა რიცხვის კიდევ ერთხელ ზრდას.
მსოფლიოში ყველამ იცის, თუ როგორ იყენებს კრემლი ომის დროს შესვენებებს – განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად. თუმცა ომის სწრაფად დასასრულებლად ეს სულაც არაა საჭირო. საჭიროა, რომ რუსეთის მოქალაქეებმა შობას 36 საათით მაინც მოიკრიბონ სიმამაცე, გათავისუფლდნენ სამარცხვინო შიშისგან კრემლში მყოფი ერთი ადამიანის მიმართ.





