რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვლადიმირ პუტინმა საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა

Alamy Stock Photo

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესამსახურის ცნობით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი კირილის ინიციატივას პროპაგანდისტული ნიშნებით სავსე ცინიკური მახე უწოდა.

კომენტარები