ეკოაქტივიზმი

ეკოაქტივისტებისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ ვან გოგის ნახატს წვნიანი ხელმეორედ შეასხეს

JustStopOil/X

დაჯგუფება Just Stop Oil-ის სამმა ეკოაქტივისტმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვინსენტ ვან გოგის ნახატს წვნიანი შეასხა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, Just Stop Oil-ის ეკოაქტივისტებს, ფიბი პლამერსა და ანა ოლანდს, 2022 წელს იმავეს ჩადენისთვის პატიმრობა მიესაჯათ.

ეკოაქტივისტებმა პომიდვრის სუპი კვლავ "მზესუმზირებს" შეასხეს, როგორც ეს პლამერმა და ოლანდმა 2022 წელს გააკეთეს. მათ ასევე სხვა ნახატიც დააზიანეს, რომეიც ლონდონის ეროვნულმა გალერეამ ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმისგან დროებითი გამოფენისთვის ისესხა. 

პლამერმა და ოლანდმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის ნახატს წვნიანი 2022 წლის 14 ოქტომბერს შეასხეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პლამერს ორ-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ოლანდს - 20 თვიანი.

შემთხვევის შედეგად ნახატი არ დაზიანებულა, მაგრამ გარკვეული დაზიანება განიცადა მე-17 საუკუნის ჩარჩომ. თუმცა, რესტავრატორების მუშაობის შედეგად ნახატი გამოფენას იმავე დღეს დაუბრუნდა.

"თქვენ მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესი, არაპროპორციული და დანაშაულებრივად იდიოტური იყო". - განაცხადა მოსამართლემ: "თქვენ მხოლოდ შუშა გაშორებდათ ნახატის გამოუსწორებლად დაზიანებისგან ან განადგურებისგან".

კომენტარები