რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპუაშვილი: შეძრწუნებული ვარ რუსეთის დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე, სიგიჟე უნდა შეწყდეს

შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებზე და უდანაშაულო ადამიანებზე კიევში და მთელ უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვისას დაშავდა.

წერს საკუთარ ტვიტერის ანგარიშზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. 10 ოქტომბრის დილიდან უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ოკუპანტებმა კიევიზაპოროჟიე და სლავიანსკი დაბომბეს.

კომენტარები