რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში აფეთქებებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 დაშავდა

Gleb Garanich/Reuters

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშენკოს ცნობით, კიევზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 მოქალაქე კი დაშავდა.

"ყველა მათგანი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელიც მანქანით ან ფეხით გადაადგილდებოდა კიევის ცენტრში". – წერს გერაშენკო.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა, რომ თავდასხმა შევჩენკოვსკის და სოლომიანსკის რაიონებში მოხდა

10 ოქტომბერის დილას უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, სულ მცირე, 4 აფეთქება მოხდა. ღამით რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს – შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი. დაშავდა 2 მოქალაქე. რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეც დაბომბეს – საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 მოქალაქე. 

კომენტარები