ბათუმი

"25 ბიჭი დახვდა და სცემეს" – ბათუმში სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

კადრი ვიდეოდან/ტვ პირველი

ბათუმში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა - მშობლის ინფორმაციით, დაშავდა მოზარდი, რომელსაც, მისივე ცნობით, ტვინის შერყევა, ყბის მოტეხილობა და სახეზე დაზიანება აქვს.  

"ჩხუბი დაიწყო კლასში, გაკვეთილზე. შემდეგ გაგრძელდა საცხობთან, სკვერში. გადაიყვანეს ბავშვი, გაიყვანეს გარეთ, დახვდა 25 ბიჭი და გალახეს. 10 წამით ბავშვი გათიშული იყო, გონება ჰქონდა დაკარგული, ყურადღება არავის არ მიუქცევია. გათიშული იყო - ტვინის შერყევით, ყბა მოტეხილი, ცხვირი ჩამტვრეული აქვს. 

კონფლიქტი დაიწყო [ჩემი შვილის] დამტენზე - დამტენი მომიტანეო, უნდოდა, ქურდული ბიჭივით [ეთქვა] მე თქვენ მომიტანეთ დამტენიო. [უთხრა] რატომ უნდა მოგიტანო, მოდი და აიღეო. ჩემი შვილი ჩამოვიდა დაბლა და რომ ავიდა, მის დამტენზე იყო იმ ბავშვის ტელეფონი შეერთებული. ვის ჰკითხე, დაუკითხავად დამტენი რატომ აიღე, ან ჩემი ტელეფონი რატომ გათიშეო [უთხრა]. დედაზე მიაყენა შეურაცხყოფა, დედა შეაგინა". - ამბობს დაზარალებულის დედა. 

მისივე ინფორმაციით, დაპირისპირებას ინგლისურის მასწავლებელი შეესწრო, რომელმაც მის შვილს ტელეფონი გამოართვა მშობლამდე "ინფორმაცია რომ არ მოსულიყო". თუმცა, მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლეებისთვის ტელეფონები არ ჩამოურთმევია, მისივე სიტყვებით, ჩხუბი "წამიერად" მოხდა, მოზარდებს შენიშვნა მისცა, დამრიგებელი კი გააფრთხილა, რომ მოსწავლემ "უწმაწური სიტყვა" გამოიყენა. 

მშობელი ამბობს, რომ შვილის გადაყვანას თბილისში რეანომობილით აპირებს. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ მოხდარზე გამოძიება 126-ზე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები