რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სენატორებმა რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგი რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარების რეზოლუციის კონგრესში წარდგენაა. 

"რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ექსპერტთა ჯგუფმა, იერმაკისა და მაკფოლის ხელმძღვანელობით, რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ქმედებების გენოციდად აღიარება მოითხოვეს. და აი, უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგი: სენატორებმა - რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, ბლუმენტალმა, პორტმანმა, შაჰინმა და გრეჰემმა, - წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ზელენსკის სიტყვებით, რეზოლუციაში საუბარია ოკუპანტების დანაშაულებზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაყვანასა და მიზანმიმართულ მკვლელობებს მოიცავს. 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სენატორებმა რეზოლუცია წარადგინეს მას შემდეგ, რაც ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესს სიტყვით მიმართა. 

რეზოლუცია აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებსა და NATO-ს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ასევე, მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალსა და გამოძებას, რათა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებსა და სამხედრო პირებს დაეკისროთ. 

"უკრაინასა და უკრაინელებზე ტერორისტული თავდასხმით, რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს მარხავს". - თქვა ზელენსკიმ. 

აქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მოქმედებები ბუჩაში გენოციდად შეაფასა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გაიზიარეს. მოგვიანებით, უკრაინისკანადისჩეხეთისა და  ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოებმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი მოსახლეობის მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტვა გენოციდად აღიარეს.

 

კომენტარები