რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი ტყვედ აიყვანეს

იგორ დუდარი

ოკუპანტებმა ჩერნობაევკას ადმინისტრაციის უფროსი იგორ დუდარი დაატყვევეს. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და მინისტრმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, 

მისი თქმით, ამის შესახებ მხოლოდ გუშინ, 2 მარტს გახდა ცნობილი.

მისივე თქმით, პარალელურად რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს დუდარი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაიქცა.

ადმინისტრაციაში აღმართულია რუსეთის დროშა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები