სანქციები რუსეთს

ბოკერია ოცნებას: რა საკანონმდებლო აქტები მიიღეთ სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად?

დღეს ვუსმენდით კიდევ ერთხელ პრემიერ ღარიბაშვილსა და სხვებს, დიდი პაუზის შემდეგ, მათ რამდენიმე დღის წინ როგორ იქნა ამოღერღეს, რომ არ დაუშვებენ, საქართველო იქცეს სანქციების გვერდის ავლის წყაროდ ანუ შავ ხვრელად. იქამდე ამასაც კი არ იძახდნენ ფორმალურად, მაგრამ ამის თქმა საკმარისი არ არის.

გარდა იმისა, რომ მათ ნულოვანი ნდობა აქვთ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ჩვენი მოქალაქეების, ჯერ ფორმალურად საკანონმდებლო აქტიც კი არ მიუღიათ, რის საფუძველზეც უნდა შეიზღუდოს იმ ტიპის ქმედებები, რაც შეიძლება გამოიყენოს პუტინის რუსეთმა სანქციების გვერდის ასავლელად.

რას გულისხმობენ? თუ არ მიიღებენ კანონქვემდებარე აქტებს, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ხელისუფლებამ, რომ არ დაუშვას სანქციების გვერდის ავლა, რაზე დაყრდნობით ზღუდავენ ამას? პარტნიორებმა იციან ყველაფერიო, ჩვენს მოქალაქეებსაც უთხრან, რა ნაბიჯებს დგამენ. კანონს მიღმა ნაბიჯებს დგამენ? მაგას გულისხმობენ? ვის სჯერა ამ რეჟიმისგან, რომ კანონსაწინააღდმეგო ნაბიჯებს დგამენ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ? ამიტომ ეს კითხვა ამ არალეგიტიმურ რეჟიმთან უნდა დაისვას - სად არის და რა საკანონმდებლო აქტები მიიღეს სანქციების გვერდის ავლის შესაზღუდად.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.

კომენტარები