სანქციები რუსეთს

პაპუაშვილი: უცხოელი პოლიტიკოსები ძალიან შეეჩვივნენ ქართველი ხალხის სახელით საუბარს

ორი პრინციპია. საქართველო უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს გვერდის ავლა საერთაშორისო სანქციების და მეორე, იგივე, თანაბარი ზომის პრინციპია, რომ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთთან მიმართებით. ეს არის ორი თანაბარი პრინციპი, რომელზეც შარშან, 25 თებერვალსვე განვაცხადეთ. ამ პრინციპს მივყვებით პრინციპულად და კეთილსინდისიერად, ვიცავთ ორივე პრინციპს. ამ პრინციპების დაცვის შედეგად, ქართველმა ხალხმა, როგორც გამოკითხვებში ისე არჩევნებში კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პოლიტიკის და შესაბამისად ამ პრინციპის გატარებაში გვაქვს ქართველი ხალხის მანდატი.  ამიტომ ნურავინ ნუ დაიწყებს ქართველი ხალხის სახელით საუბარს, განსაკუთრებით ეს შეეხება უცხოელ პოლიტიკოსებსა და წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ძალიან შეეჩვივნენ ქართველი ხალხის სახელით საუბარს. ქართველ ხალხს არ სჭირდება მეურვეები. როგორმე თვითონ იტყვის არჩევნებზე იქნება თუ ისე. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები