სანქციები რუსეთს

127-მა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ გვერდს უვლიდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს

Nextgov

დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულმა 127-მა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გვერდს უვლიდა. ანგარიშს გამოცემა Financial Times აქვეყნებს.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია კომპანიები სანქციების დარღვევას საკუთარი ნებით აღიარებენ, თუმცა როგორც ამბობს ფინანსური დანაშაულების სპეციალისტი სტეისი კინი, მსგავსი დარღვევებისთვის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის ერთიანი მიდგომა ამ ეტაპზე არ არსებობს.

კინის თქმით, რუსული ბიზნესი გაცილებით უფრო ინტეგრირებულია მსოფლიო ეკონომიკაში ვიდრე ირანული ან ჩრდილოკორეული და მრავალი სანქციის დაცვა ასეთ პირობებში რთულია.

სტატიაში ასევე ნახსენებია სანქციების ძალაუნებური დარღვევებიც. მაგალითისთვის გამოცემას მოყავს შოტლანდიური ფირმა FTDI. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტი რუსულ ტანკში აღმოაჩინეს, თუმცა FTDI-მ თავიდან სანქციები აიცილა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი არ არის ტანკის ნაწილი.

კომენტარები