რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოლდოვა ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით 4 აპრილს გლოვის დღედ აცხადებს

დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკა, ქალაქი ბუჩა, კიევის ოლქი. 1 მარტი, 2022
Сергій Нужненко/Radio Freedom

მოლდოვა ბუჩაში მომხდარ საომარ დანაშაულებებთან დაკავშირებით 4 აპრილს გლოვის დღედ აცხადებს. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ წერს.

"შეუძლებელია შეხედო ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარ სისასტიკეს. შოკის მომგვრელია მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკე.

მოლდოვა მკაცრად გმობს ამ დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ამ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში". – წერს მაია სანდუ.

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. კრემლი ბუჩასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს. კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები