რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსეთი ISIS-ზე უარესია" – კულება ომის დანაშაულის გამოძიებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ბუჩასა და კიევის სხვა რეგიონებში ჩავიდნენ, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები რუსეთის სამხედრო დანაშაულზე. 

"ისევ ვაგროვებთ და ვეძებთ ცხედრებს, მათი რიცხვი უკვე ასობითაა. ქუჩებშია გვამები მიმოფანტული. რუსები ხოცავენ ამ სოფლებისა და ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას". - თქვა კულებამ. 

კულებას განმარტებით, უკრაინამ ჰააგის სასამართლოში სარჩელი უკვე გააგზავნა. 

"ამის წარმოდგენა 21-ე საუკუნეში შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ჩვენ ვიხილეთ. რუსეთი. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე უარესია". - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.  ომის დაწყების შემდეგ უკრიანა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები