ალტ-ინფო

კობახიძე: ენმ ასჯერ მძიმე ზიანს აყენებს სახელმწიფოს, ვიდრე ალტ-ინფოს შეუძლია

პრორუსული პარტიები, სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს პარლამენტშიც. ეს არის სამწუხარო რეალობა და თუ რაიმე რეაგირება შეიძლება ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება. იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. საქართველოში არის არაერთი ტელევიზია, რომელიც ახორციელებს აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას. სამწუხაროდ, კანონმდებლობა აქაც უძლურია. 

მე მგონი ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან, ჩვენ ასეთი ეჭვი გვაქვს. ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ ყველა რესურსს, მათ შორის, მედია რესურსს. ნაცმოძრაობა ბევრად უფრო მძიმეა იმიტომ, რომ ისინი მონაწილეობენ არჩევნებში, გარკვეულ წარმატებას აღწევენ არჩევნებში, მათ აქვთ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები, შესაბამისად ისინი ასჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ სახელმწიფოს, ვიდრე ამის გაკეთება ალტ-ინფოს შეუძლია.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ალტ-ინფოს პარტიის ვებ-გვერდს პროგრამულ მომსახურებას კრემლის ტერიტორიიდან უწევენ.

კომენტარები