რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"15 600 სამხედრო, 517 ტანკი, 101 თვითმფრინავი" – უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების დანაკარგებზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ოკუპანტების საბრძოლო დანაკლისების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის 28-ე დღეს, საოკუპაციო ჯარების დანაკარგებმა 15 000 ადამიანს გადააჭარბა.

შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 23 მარტამდე, სავარაუდოდ, შეადგენს:

  • პერსონალი - 15 600 ათასი ადამიანი,
  • ტანკები - 517
  • დაჯავშნული საბრძოლო მანქანები - 1 578
  • საარტილერიო სისტემები - 267
  • MLRS - 80
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 47 
  • თვითმფრინავი - 101 
  • ვერტმფრენები - 124
  • გემები / ნავები - 4
  • საწვავის ავზები - 70
  • ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 42
  • სპეციალური აღჭურვილობა - 15

უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება, რადგან დათვლას ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები.

"დაამარცხე ოკუპანტი, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ" – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.


​​​​​

კომენტარები