საგარეო ვაჭრობა

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი 2022 წლის იანვარ-თებერვალში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 542.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 760.4 მლნ დოლარია (+54.5%), ხოლო იმპორტი - 1 781.7 მლნ დოლარი (+47.2%).

2022 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 156.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 20.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 100.5 მლნ. აშშ
დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.2%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 72.6 მლნ. აშშ დოლარით (9.5%).

2022 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო სიის პირველი ათეული

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 162.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.1% შეადგინა. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებდა 153.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6%), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 134.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%).

იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფები

2022 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (354.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (274.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (248.8 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები