რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უკრაინის ნეიტრალური სტატუსი მოლაპარაკებებზე სერიოზულად არის განხილული

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე "სერიოზულად არის განხილული". 

"უკრაინის ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად არის განხილული მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით". - რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ამბობს სერგეი ლავროვი.  

ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები