რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დამატებით, მეოთხე პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. სანქციები საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-სთან არის შეთანხმებული.

"ეს სანქციები კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ წნეხს კრემლზე და დააზარალებს მის უნარს, დააფინანსოს შეჭრა უკრაინაში." - ნათქვამია განცხადებაში

ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტი მოიცავს:

  • რუსეთის გარკვეულ სახელმწიფო ობიექტებთან ტრანზაქციების სრული აკრძალვა, ეს შეეხება სხვადასხვა სექტორს, კრემლის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს
  • ევროკავშირში ფოლადის გარკვეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა რუსეთიდან, რაც რუსეთს 3.3 მილიარდი ევროთი დააზარალებს
  • ფართო აკრძალვა რუსეთის ენერგოსექტორში ახალ ინვესტიციებზე
  • ფუფუნების საგნების იმპორტის აკრძალვა, სანქციის ზომა სამიზნედ რუსული ელიტის ამოღებაა
  • სანქცირებულთა სიის გაფართოება, მეტი კრემლთან დაკავშირებული მეტი ოლიგარქის და სამხედრო და თავდაცვის სფეროს დაწესებულებების, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეთა სანქცირება
  • რუსეთის და რუსული კომპანიების ევროკავშირის საკრედიტო სააგენტოების მიერ შეფასება და მათთვის საკრედიტო რეიტინგის მინიჭება, რაც კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს მათ წვდომას ევროკავშირის ფინანსურ ბაზარზე

გარდა ამისა, რუსეთს აღარ ექნება პრეფერენციული სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირთან. გადაწყვეტილება ევროკავშირმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებთან შეთანხმებით მიიღო. მსგავსი ზომა დიდი შვიდეულის ქვეყნებმა 11 მარტს მიიღებს.

"ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ იცავს ევროკავშირის და მისი პარტნიორების უსაფრთხოების აუცილებელ ინტერესებს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, წინასწარ განზრახული და უსამართლო აგრესიის ფონზე, ამ აგრესიას ხელს უწყობს ბელარუსი." - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები