რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვიტალი კიმი: რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის თქმით, ნიკოლაევში რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვას, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა.

"მხეცები! ამ ა*ვრების მიერ განცხორციელებულ დაბომბვას ნიკოლაევში 9 ადამიანი ემსხვერპლა". - წერს კიმი Telegram-ის არხზე.

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ ნიკოლაევში ოკუპანტებმა იერიში გაზის მილების მშენებელი სამეცნიერო-საწარმოო კომპლექსზე მიიტანეს. 12 მარტს კი რუსულმა ძალებმა ცეცხლი ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს.

"დეტალებს ვარკვევთ. ორკებს ჩვენი არა მხოლოდ ეშინიათ, არამედ პატივსაც გვცემენ. ეს მთავარი მაჩვენებელია იმისა, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ჩვენ გვაქვს თავისუფლება და მისთვის ვიბრძვით. მათთან მონობაა. მსურს, რომ ჩვენი იმედები გამართლდეს, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში გავაგრძელებთ წინსვლასა და მშობლიური მიწის დაცვას. ერთად, გამარჯვებამდე!". - წერს კიმი Telegram-ის არხზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები