რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები: განეიტრალებულია 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ განეიტრალებულია 12 000 რუსი სამხედრო. ამ რიცხვში შედიან მოკლულები, დაჭრილები და ტყვედ ჩავარდნილები.

რაც შეეხება სხვა სამხედრო დანაკარგებს გენერალური შტაბის ინფორმაციით, განადგურებულია 303 ტანკი, 1 036 დაჯავშნული მანქანა, 120 საარტილერიო სისტემა, ზალპური ცეცხლის 56 რეაქტიული სისტემა, საჰაერო თავდაცვის 27 სისტემა, 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, საავტომობილო ტექნიკის 474 ერთეული, 3 გემი.

გენერალური შტაბის თქმით, ეს მონაცემები ზუსტდება. მონაცემების დათვლას საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის გამო რთულდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები