რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ რუსეთის დამატებით 10 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

ჯასტინ ტრუდო
Adrian Wyld/The Canadian Press via AP

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კანადა რუსეთის დამატებით 10 მოქალაქეს სანქციებს დაუწესებს. ტრუდოს განმარტებით, სანქციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც კავშირში არიან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან.

"ეს მოიცავს ხელისუფლების ყოფილ და ამჟამინდელ უმაღლეს წარმომადგენლებს, ოლიგარქებსა და რუსეთის ხელმძღვანელობის მხარდამჭერებს. ამ ადამიანთა სახელები აღებულია ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსი ნავალნის შედგენილი სიიდან. ეს სანქციები აძლიერებს ზეწოლას რუსეთის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის პუტინის შიდა წრეზეც". – თქვა ტრუდომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

კომენტარები