რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის შეიარაღებული ძალები: გავათავისუფლეთ ქალაქი ჩუგუევი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

6 მარტს საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი ჩუგუევი რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაცია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

შტაბის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებული იყო რუსეთის საზღვაო ქვეითების სპეციალური 61-ე ბრიგადის მეთაური ვიცეპოლკოვნიკი დმირი საფრონოვი და სპეციალური მე-11 სადესანტო ბრიგადის მეთაურის მოადგილე ვიცეპოლკოვნიკი დენის გლებოვი.

შტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმით ოპერაციას და ყურადღება გამახვილებული აქვს კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, მიკოლაივის ალყაში მოქცევაზე, ლუგანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მიღწევასა და ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შექმნაზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები