რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მსოფლიოს: დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე – თუ თქვენც გსურთ, რომ ნელა დაგვხოცონ?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს კიდევ ერთხელ მიმართავს და უკრაინის ცის ჩაკეტვას კიდევ ერთხელ სთხოვს. 

"ჩვენ ყოველდღე ვიმეორებთ: დახურეთ ცა უკრაინის თავზე ყველა რუსული რაკეტისთვის, საბრძოლო თვითმფრინავისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის. ჰუმანიტარული საჰაერო ზონა გააკეთეთ რაკეტების და ბომბების გარეშე. ჩვენ ხალხი ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა ჩვენი, ხალხის დაცვა. თქვენ ეს შეგიძლიათ.

თუ ამას არ გააკეთებ, თვითმფრინავებს მაინც რომ არ მოგვცემთ, რომ თავი დავიცვათ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: თქვენც გუსრთ, რომ ძალიან ნელა დაგვხოცონ.

ეს ასევე მსოფლიო პოლიტიკოსების, დასავლელი ლიდერების პასუხისმგებლობაა. დღეიდან და სამუდამოდ".- ამბობს ზელენსკი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები