რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსი ოკუპანტები ოდესის დასაბომბად ემზადებიან

ვოლოდიმირ ზელენსკი
ABACA/Reuters

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ოდესის დაბომბვისთვის ემზადებიან. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა. 

"ოდესის დასაბომბად ემზადებიან. ოდესა! რუსები ყოველთვის მოდიოდნენ ოდესაში. ოდესაში ყოველთვის მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ, მხოლოდ გულწრფელობას. ახლა რა? ბომბი ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება ომის დანასაული. ეს იქნება ისტორიული დანაშაული".- ამბობს ზელენსკი. 

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში შეჭრა და ბრძოლა ომის წესების დარღვევით ჰქონდა დაგეგმილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები