რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Facebook, Twitter, BBC, Deutsche Welle, RFL – რუსეთში შეფერხებით ან არ მუშაობს

რუსეთში სოციალური ქსელები შეფერხებით მუშაობს. გათიშულია მედიები. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. 

შეფერხებით მუშაობს FACEBOOK-ი. მომხმარებლების ნახევარს გაეთიშა, ხოლო ნახევრისთვის ხარვეზებით მუშაობს. 

რუსეთში გათიშულია, Twitter, BBC, Deutsche Welle, RFL . 

ასევე შეფერხებით მუშაობს App Store  და Google Play. 

რუსული დამოუკდიებელი ტელეკომპანია Дождь-ი მაუწყებლობას დროებით წყვეტს. ამის შესახებ ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ ისაუბრა.

2 მარტს, დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება Газпром-медиа-ს დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო. Эхо Москвы-ის მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა კი აღნიშნა, რომ რადიოსადგურის გადაწყვეტილებაზე გავლენა არა დირექტორთა საბჭოს სურვილმა, არამედ მათზე გაცილებით "მაღლა მდგომი" ხალხის მინიშნებამ მოახდინა. 

1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები