რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Эхо Москвы-მ რადიოსადგურისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო

დამოუკიდებელმა რუსულმა რადიოსადგურმა Эхо Москвы რადიოარხისა და ვებსაიტის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება Газпром-медиа-ს დირექტორთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურის Эхо Москвы და დამოუკიდებელი გამოცემის Дождь წვდომის შეზღუდვა მოითხოვა.

2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.

Эхо Москвы-ის მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა კი აღნიშნა, რომ რადიოსადგურის გადაწყვეტილებაზე გავლენა არა დირექტორთა საბჭოს სურვილმა, არამედ მათზე გაცილებით "მაღლა მდგომი" ხალხის მინიშნებამ მოახდინა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიუხედავად, ის ადგილობრივი დროით 14 საათზე რედაქციას მაინც შეკრებს.

კომენტარები