რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კუნძულ ზმეინის მცველები რუსეთის ტყვეობაში არიან - უკრაინის გაერთიანებული ძალები

კუნძული ზმეინი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კუნძულ ზმეინის მცველი უკრაინელი მესაზღვრეები ცოცხლები, რუსეთის ტყვეობაში არიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, კუნძულ ზმეინიზე  რუსი ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილი უკრაინელები "ცოცხლები და კარგად" არიან. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია, რომ ზმეინზე უკრაინელი მებრძოლები დაჭრილები ან დაღუპულები იყვნენ, კუნძულისკენ ჰუმანიტარული მისიის შესრულების მიზნით გაემგზავრა სამოქალაქო გემი სატფირი.  რუსულმა ძალებმა სატრფი უკანონოდ ხელში ჩაიგდეს.

"სამოქალაქო ხომალდის, რომელიც არ ასრულებს არც ერთ სამხედრო ამოცანას,  უკანონოდ  ხელში ჩაგდება ომის წესებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. მოვითხოვთ, რუსეთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები". - ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ცდილობს პროპაგანდის გავრცელებას, თითქოს უკრაინის ხელისუფლებამ "დაივიწყა" და "დამარხა" უკრაინელი მეომრები.

"რუსული პროპაგანდა ცდილობს გაავრცელოს "სიახლე", რომ უკრაინის ხელისუფლებამ "დაივიწყა", "დამარხა" თავისი ქვეშემდომები. ამასთან საზღვაო ქვეითებმა ორჯერ უკუაგდეს რუსი ოკუპანტების შეტევა. [..] თავის მხრივ რუსებს "დაავიწყდათ" ეთქვათ, რომ სრულიად გაანადგურეს კუნძულის ინფრასტრუქტურა: შუქურა, ანძები, ანტენები და სხვა აღჭურვილობა. სამხედრო გემების და ავიაციის თავდასხმების გამო, საშუალება არ მოგვცეს ქვეითებისთვის დახმარება აღმოგვეჩინა.

საბოლოოდ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მტერმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი სახე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის სიტყვებში სიმართლე არ არის.

ჩვენს ძმებს კი მთელი გულით, მოუთმენლად ველით". - ნათქვამია განცხადებაში.

კუნძულ ზმეინზე თავდასმის დროს რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: "მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!", რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: "რუსულო საომარო ხომალდო, იძი ნა*უი!".


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები