რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: ლავროვი ჟენევაში გაეროს სხდომაზე დასასწრებად სანქციების გამო ვერ გაემგზავრება

სერგეი ლავროვი
Vijesti

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარს ამბობს რუსეთზე დაწესებული სანქციების შესრულებაზე, ამიტომ შეიძლება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომასა და კონფერენციას განიარაღების შესახებ ვერ დაესწროს. 

ზახაროვამ არხის რუსეთი-1-ში საუბრისას განმარტა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვის და მისი თანმხლები დელეგაცია სანქციების გამო სირთულეებს აწყდებიან. 

"ევროპის ქვეყნებმა დაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის, ამიტომ მინისტრი ლავროვი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაში, გაერო ვერ უზრუნველყოფს ლავროვის ჩასვლას ჟენევაში". - თქვა ზახაროვმა.

რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება უკვე 21-მა ქვეყანამ მიიღო. ქვეყნებს შორის არიან: საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი. 

საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები