რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: გავანადგურეთ 37 რუსული დრონი

Pravda.com.ua

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ცნობით, 19 მაისის ღამეს განადგურებულია შაჰედის ტიპის 37 რუსული დრონი.

უპილოტო საფრენი აპარატები კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცკის, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის ოლქებშია ჩამოგდებული.

37 რუსული დრონი პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან იყო გამოშვებული. საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მიზანი გაანადგურეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები