რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: 2 დღეში არმია 100 000 მოქალაქით შეივსო

უკრაინის ეროვნული გვარდია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, 1 დღეში არმია 100 000 მოქალაქით შეივსო. 

"ჩვენ თავს გვესხმის ერთ-ერთი ძლევამოსილი არმია მსოფლიოში. მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ! ყოველდღიურად ჩვენი რიგები ძლიერდება. 2 დღის განმავლობაში მობილიზებულია 100 000 მოქალაქე, მათგან ნახევარი რეზერვისტია ტერიტორიული თავდაცვის ძალებიდან". - ამბობს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები