რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

SWIFT-ი რუსული ბანკების სისტემიდან უახლოეს დღეებში გათიშვისთვის ემზადება

Reuters

მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან რუსული ბანკები რამდენიმე დღეში გაირიცხება. სისტემა უახლოეს დღეებში დასავლური სანქციების გატარებისთვის ემზადება.

"კომუნიკაცია გვაქვს ევროპის ოფიციალურ პირებთან, რათა დავადგინოთ [სანქციების] დეტალები და სუბიექტები, რომლებიც ახალი ზომების ქვეშ მოექცევიან და ვემზადებით იურიდიული ინსტრუქციის შესრულებისთვის." - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთმა რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა SWIFT-იდან გარიცხა. გარდა ამისა, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები