რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მთავარმა მესაზღვრემ ბელარუსი კოლეგა ოფიციალურ წერილში დაწყევლა

სერგეი დეინეკო

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი დეინეკომ ბელარუს კოლეგას ოფიციალური წერილი მისწერა და წერილის ბოლოს დაწყევლა.

დეინკო წერს, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობების მიუხედავად, ბელარუსი რუსეთს ღია სამხედრო აგრესიაში ეხმარება.

"ბელარუსის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციასთან ერთად საერთაშორისო სამართლის, ადამიანური მორალის ელემენტარული ნორმების და სიცოცხლის ფასეულობის უგულებელყოფით უკრაინის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.

ჩვენ გავიმარჯვებთ!

წყეულიმც იყავით, ნაძირლებო!

ზიზღით, 
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თავჯდომარე 
სერგეი დეინეკო"

რუსული სამხედრო ნაწილები ბელარუსში სამხედრო წვრთნების საბაბით იყვნენ განლაგებული. რუსეთმა უკრაინაში შეჭრა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებიდან, მათ შორის ბელარუსიდანაც დაიწყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები