რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი დასავლეთს საპასუხო სანქციებს დაუწესებს – პესკოვი

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი დასავლეთს საპასუხო სანქციებს დაუწესებს. მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები რუსეთს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ ისინი მოგვარებადი იქნება, ვინაიდან ამ გზით უცხოეთიდან იმპორტზე რუსეთის დამოკიდებულებაც შემცირდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები