რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ მსურს, მქონდეს რუსული პასპორტი" – უკრაინის საელჩოსთან აქციის მონაწილემ პასპორტი დაწვა

კადრი ვიდეოდან/ნეტგაზეთი

უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე რუსეთის მოქალაქემ პასპორტი დაწვა.  

"მე უარს ვამბობ მოქალაქეობაზე, არ მსურს, მქონდეს რუსული პასპორტი". - თქვა მან. 

უკრაინის საელჩოსთან აქტივისტები არიან შეკრებილი - ისინი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსულ აგრესიას აპროტესტებენ. 

ოპოზიციური პარტიებისა და აქტივისტების აქცია მიმდინარეობს რესპუბლიკის მოედანზეც. აქციის მონაწილეები ჯაჭვის გაკეთებას აპირებენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები