რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: ლუგანსკში შესასვლელად რუსულმა ტანკებმა წინ ეუთო-ს სიმბოლოიანი მანქანები დაიყენეს

ფოტო ილუსტრაციისთვის
უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში შესვლისთვის რუსული ტანკების კოლონამ წინ ეუთო-ს სიმბოლოიანი თეთრი მანქანები დაიყენა. ინფორმაციას გამოცემა უკრაინსკაია პრავდა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
"ლუგანსკის რეგიონში, კრასნა ტალივკას, მილოვეს, გოროდიშჩეს მიმდებარედ ​​რუსული ტანკების კოლონები შევიდნენ. მტერმა ეშმაკურად წინ ეუთო-ს სიმბოლოებით თეთრი მანქანები დააყენა. ახლა იქ ბრძოლა მიმდინარეობს". - ნათქვამია განცხადებაში.
 
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. CNN-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინაში ბელარუსიდანაც შედიან.

კომენტარები