საქართველო-რუსეთი

შვიდკოი: უაზრობა იქნებოდა რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის გაწყვეტა

ჩვენი ურთიერთობის მთელი ისტორია ნაქსოვია კულტურული კავშირებისა და ურთიერთსაჭიროებების ქსოვილით. რუსული კულტურისთვის სახელები - აღარაფერს ვამბობ რუსთაველზე, არამედ ბარათაშვილი, იაშვილი გალაკტიონ ტაბიძე და სხვები - განუყოფელი ნაწილია. 

დიდ რუს პოეტებს ჩამოჰქონდათ ქარული პოეზია, ქართული მუსიკა. როცა რუსული და ქართული კულტურის კავშირზე ვლაპარაკობ, ყველაფერი მარტივადაა: ჩემი ცოლი "მიმინოში" გადაიღეს, უფროსი შვილი გიორგი დანელიამ [გადაიღო]. ამიტომ ეს ყოველთვის ჩვენს თვალწინ იყო. ჩვენთვის ქართულ კულტურასთან ურთიერთობა ოჯახური ცხოვრების ნაწილია. 

მაგრამ, სერიოზულად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა ქართველი მუსიკოსების, კომპოზიტორების, მწერლებისა და მხატვრების გარეშე რუსული კულტურული ცხოვრება წარმოუდგენელია. ისე, როგორც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ლანსერე: ის აქ ასწავლიდა და მრავალი მხატვარი მასთან სწავლობდა.

უაზრობა და სულელური იქნებოდა ამ კავშირის გაწყვეტა, რადგან მან ჩვენს ერებს ძალიან ბევრი კარგი რამ მოუტანა. პოლიტიკა დროში ცხოვრობს, კულტურა კი მარადიულია.

თქვა ვლადიმირ პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოიმ თბილისში რუსეთის ინტერესების სექციასთან დაკავშირებულ საქართველოში მოქმედ მედია "საკარტველოს მოამბესთან" საუბარში. შვიდკოი ბოლო სამ თვეში საქართველოში მეორეჯერ ჩამოვიდა.

კომენტარები