დომინიკის რესპუბლიკაში, სანაპირო კურორტ ბაიაიბეზე, ერთ-ერთ სასტუმროში (Viva Dominicus Beach by Wyndham) მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, 46 წლის იტალიელი ტურისტი ქალი დაიღუპა. ხანძრის შემდეგ, დაახლოებით, 1 700 ტურისტის ევაკუცია მოხდა. დამსვენებლები ახლომდებარე სასტუმროებში გადაიყვანეს.
რამდენიმე ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის იყვნენ სასტუმროს სტუმრები, კურორტის ვიზიტორები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.
ქვეყნის საგანგებო ოპერაციების ცენტრის განცხადებით, ქარის გამო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა პალმის ხისგან დამზადებულ ადვილად აალებად სახურავზე.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გამოძიება გრძელდება.




