გირჩი - მეტი თავისუფლება

კობერიძე: ვაპირებ საკრებულოში დანიშნული მანქანით ვიტაქსაო და უფასოდ გადავიყვანო ადამიანები

Tsotne Koberidze / Facebook

გირჩი – მეტი თავისუფლებიდან თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე წერს, რომ საკრებულოს მიერ დანიშნული მანქანით "იტაქსავებს" და მგზავრებს უფასოდ გადაიყვანს. კობერიძის ცნობით, ამ გზით მოქალაქეებს ბიუჯეტში გადახდილ ფულს დაუბრუნებს.

"საკრებულოში დამენიშნა მანქანა, ყოველთვიურად სამასი ლიტრი ბენზინით. ეს მანქანაც და ბენზინიც ხალხის ფულითაა შეძენილი, ამიტომ ვაპირებ უფასოდ ვიტაქსაო და გადავიყვანო ადამიანები. ამ ფორმით კი დავაბრუნო მათი ფული. ხვალიდან ქალაქში თუ დაინახავთ თეთრ, გირჩის სტიკერიან მანქანას, ხელი დაუქნიეთ. ყოველი გასვლის წინ დავსთორავ და შეგიძლიათ მომწეროთ მისამართი სად ხართ.

ჩემი სარგებელი ისაა, რომ ბევრ ადამიანს ვნახავ, მოვუსმენ, პირდაპირი კომუნიკაცია მექნება თბილისელებთან, გავესაუბრები გირჩზე. მგზავრი საჩუქრად მიიღებს გირჩის ლოლიპოპს. ერთადერთი შეზღუდვა: მანქანაში მხოლოდ pink floyd-ი იქნება ჩართული. როცა ამოიწურება ბენზინი, გავჩერდები და შემდეგ თვეს დაველოდები. არცერთ მეტრს არ გავივლი ჩემი საქმეებისთვის". – წერს კობერიძე.

კომენტარები